სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს საბუნებისმეტყველო V-VI -Steam კლუბი .
კლუბის ხელმძღვანელი – სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ქეთევან ფარქოსაძე ,
კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ სკოლის მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს.
კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის სამშაბათს, 13:00 სთ-ზე.
კლუბში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, 2023 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით
.
მნიშვნელოვანია, ყველა კითხვაზე გასცეთ ამომწურავი პასუხი. კლუბის წევრები შეირჩევიან სრულყოფილად შევსებული განაცხადის საფუძველზე.
კლუბში შერჩეული მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!