სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს Tech-Club – ტექნოლოგიებისა და რობოტიკის კლუბი.
კლუბის ხელმძღვანელები – სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი: ინგა მოსიაშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი: ნათია გაგნიძე
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში საგნის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, რობოტიკისა და ინოვაციური განათლების, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას.
კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ სკოლის მე-7,მე-8,მე-9,მე-10,მე-11 კლასის მოსწავლეებს.
კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის სამშაბათს, 13:30 სთ-ზე.
კლუბში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, 2023 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით
.
მნიშვნელოვანია, ყველა კითხვაზე გასცეთ ამომწურავი პასუხი. კლუბის წევრები შეირჩევიან სრულყოფილად შევსებული განაცხადის საფუძველზე.
კლუბში შერჩეული მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!